ქართული საკვირაო სკოლა ვარშავაში
აღწერა
ქართული საკვირაო სკოლა ვარშავაში
ქართულ-პოლონური მეგობრობის სახლი დაარსდა 12.10.2023 წელს. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ,,ქართული საკვირაო სკოლა ვარშავაში", რომელიც ვარშავაში მცხოვრებ ქართველ და პოლონელ ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ და გაიღრმაონ ცოდნა ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ.
სკოლაში რეგულარულად ტარდება:
📚 ქართული ენის გაკვეთილები;
✍️ ქართული კალიგრაფიის გაკვეთილები;
🎨 შემოქმედებითი და კულტურული აქტივობები;
🎭 ქართული დღესასწაულებისა და ტრადიციებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;
🎶 საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები, რომლებიც ბავშვებს ქართულ კულტურასთან კიდევ უფრო მეტად აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-პოლონური მეგობრობის სახლში არსებული საკვირაო სკოლა ბავშვებისა და მშობლებისთვის პატარა საქართველოა, თბილი კერა, სადაც თითოეული სიტყვა ქართულად ჟღერს, როგორც სამშობლოს ხმა, სადაც ტრადიციები ცოცხლდება და კულტურა სიყვარულით გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები გრძნობენ საქართველოდან მოტანილ სითბოსა და სიახლოვეს, სადაც მოგონებები და იდენტობა ძლიერდება და სადაც მშობლები შვილებს არა მხოლოდ ენას, არამედ საკუთარ ფესვებსაც უზიარებენ.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი საკვირაო სკოლის აქტივობები https://www.facebook.com/domgruzinskiwpolsce