ლოკაცია კულტურა და განათლება პოლონური ენა ზრდასრულებისთვის - პრაქტიკული, თანამედროვე და ეფექტური მეთოდით

პოლონური ენა ზრდასრულებისთვის - პრაქტიკული, თანამედროვე და ეფექტური მეთოდით

კულტურა და განათლება 5.0 (1) ვარშავა, Warszawa

აღწერა

გამარჯობა, მე შორენა ვარ - პოლონური ენის მასწავლებელი.

პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, თუმცა პოლონური ენის მიმართ სიყვარულმა და ინტერესმა მიბიძგა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა.

უკვე 10 წელია პოლონეთში ვცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში არა მხოლოდ პოლონური ენა, არამედ მისი ცოცხალი, ბუნებრივი ფორმაც შევისწავლე - ის, რომელსაც პოლონელები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. სწორედ ამიტომ, ჩემი სწავლების მეთოდი პრაქტიკულ კომუნიკაციასა და რეალურ გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

ჩემი მთავარი პრინციპია:

„ვსაუბრობთ პოლონურად და არა პოლონურზე!“

ეს ნიშნავს, რომ გაკვეთილების უმეტესობა პოლონურ ენაზე მიმდინარეობს და საუბრის პრაქტიკას პირველივე დღიდან ვიწყებთ. არ ველოდებით თვეების გასვლას, სანამ საკმარის სიტყვებს დავაგროვებთ - ენას გამოყენებით ვსწავლობთ, თავიდანვე.

ჩემს კურსზე:

✅ სიტყვებს მექანიკურად არ ვიზეპირებთ - ვმუშაობთ ყოველდღიურ ტექსტებსა და დიალოგებზე, რათა ახალი ლექსიკა ბუნებრივ კონტექსტში შევისწავლოთ.
✅ გრამატიკას მხოლოდ წესების დასამახსოვრებლად არ ვსწავლობთ - მთავარი მისი პრაქტიკაში, დამოუკიდებლად გამოყენებაა.
✅ მოსაწყენი სავარჯიშოების ნაცვლად ვიყენებთ ინტერაქტიულ ონლაინ დავალებებს, აუდიო და ვიზუალურ მასალებს.
✅ შეცდომების არ გვეშინია - პირიქით, ისინი სწავლის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილია.

ჩემი მიზანია, დაგეხმაროთ არა მხოლოდ პოლონური ენის შესწავლაში, არამედ პოლონურად ფიქრსა და თავისუფალ კომუნიკაციაში.

გთავაზობთ კურსებს:

• A1 - დამწყებთათვის
• A2 - მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა
• B1 - გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

ჩემს კურსზე საჭიროა:

• ენის მიმართ დადებითი დამოკიდებულება
• მოტივაცია
• სწავლისთვის სწორად დაგეგმილი დრო

დანარჩენი მე მომანდეთ. 😉

თუ გსურთ, გაეცნოთ ჩემს სწავლების სტილს, ეწვიეთ ჩემს Facebook-ისა და YouTube-ის არხებს: ვისაუბროთ პოლონურად.

ვიდეო

მდებარეობა რუკაზე