ლოკაცია ხელნაკეთი ნივთები Sunny Handmade

Sunny Handmade

ხელნაკეთი ნივთები დაკეტილია შეფასება ჯერ არ არის დაბროვა გურნიჩა, Dąbrowa Górnicza

აღწერა

Sunny Handmade არის ნინი ბერუაშვილის მიერ შექმნილი ხელნაკეთი დეკორის ბრენდი, რომელიც მდებარეობს დომბროვა გურნიჩაში (Dąbrowa Górnicza). შეკვეთები იგზავნება მთელი პოლონეთის მასშტაბით.

ბრენდში მზადდება პოლიმერული თაბაშირისგან დამზადებული უნიკალური დეკორატიული ნივთები. თითოეული ნამუშევარი ხელით იქმნება, ამიტომ ორი სრულიად იდენტური პროდუქტი არ არსებობს - ყველა მათგანი ინდივიდუალური და გამორჩეულია.

Sunny Handmade დაახლოებით 6 თვის წინ შეიქმნა. ნინი ბერუაშვილმა ამ საქმიანობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პატარა შვილის გამო სამსახურში დაბრუნება ვერ შეძლო. ჰობი მალევე საყვარელ საქმიანობად და საკუთარ მცირე ბიზნესად იქცა.

დღეს ნინის ნამუშევრები რეგულარულად არის წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენებსა და სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში გამართულ ბაზრობებზე, სადაც დამთვალიერებლებს საკუთარი ორიგინალურობითა და ხარისხით იზიდავს.

„თითოეულ ნივთში სიყვარულს, ენერგიასა და დიდ მონდომებას ვდებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი განსაკუთრებული იყოს და საბოლოოდ მომხმარებელმა მართლაც უნიკალური ხელნაკეთი ნამუშევარი მიიღოს,“ - ამბობს ნინი.

📍 მდებარეობა: Dąbrowa Górnicza, პოლონეთი
📦 მიწოდება: მთელი ევროპის მასშტაბით

სამუშაო საათები

ორშაბათი 09:00 – 20:00
სამშაბათი 09:00 – 20:00
ოთხშაბათი 09:00 – 20:00
ხუთშაბათი 09:00 – 20:00
პარასკევი 09:00 – 20:00
შაბათი 09:00 – 20:00
კვირა 09:00 – 20:00

მდებარეობა რუკაზე